“სთორის” წამყვანმა თათია შარანგიამ საავტორო გადაცემის მონოლოგში პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიმართა, მან მიხეილ სააკაშვილი მოიკითხა და გაამხნევა:
“საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პატიმრობაშია. მე მინდა მოვიკითხო და გავამხნევო ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მომავლის რწმენა დამიბრუნა, რომლის მმართველობის დროსაც ვამაყობდი, ჩემი ქვეყნის განვითარებით, ვამაყობდი თანამედროვე პოლიციით, იმ რეფორმებით, რომლის შედეგადაც, აღმოიფხვრა ბიუროკრატიის უზარმაზარი მანქანა, რომელიც კორუფციის მთავარი წყარო იყო. ვამაყობდი საქართველოს წარმოჩენით მსოფლიო არენაზე და მჯერა, წინ კიდევ უფრო მეტი წარმატებაა.
არ მკითხოთ, თუ რატომ არ ვყვები შეცდომებზე, მოკლედ გეტყვი – შეცდომებს უშვებს ის, ვინ აკეთებს საქმეს. ფაქტები ხმამაღლა საუბრობს, ქვეყანა სწრაფო ტემპით მიდიოდა წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პატიმრობაში”, – თქვა შარანგიამ გადაცემის მონოლოგში.