უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისს, მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომისადმი მოძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ისუაბრა.
„ხვალ ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო მარიუპოლიდ ბლოკადა…. ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც ეს 80 წლის წინ მოხდა, როდესაც საბოლოოდ ყველასთვის ცხადი გახდა : ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო“, – აღნიშნა მან.