Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„იზოლაციაში შევდივართ, ეს ქვეყანა დღეს გაყინულია…“ – რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?

May 7, 2025
„იზოლაციაში შევდივართ, ეს ქვეყანა დღეს გაყინულია…“ – რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?

გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.

აღნიშნულს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

„ეს მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი ექვსი თვეა გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია, მაგრამ „MEGOBARI აქტი“და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა (რომელიც პრაქტიკულად, „ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს ეხება და ალბათ, ამით არ მთავრდება) ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია უკვე მოქმედებს, იმიტომ, რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე, ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს ქვეყნისთვის კრიზისია.

ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები. არავინ არ არის პასუხისმგებელი, გარდა იმ ადამიანის, რომელიც ამ ქვეყანას ერთპიროვნულად (შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით) მართავს და ჩიხში, უფსკრულში მიჰყავს. აქედან გამოსვლის [გზა] ახალი არჩევნებია. ეს ყველა ქვეყანაში გამოცდილი ფორმაა, თუ როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან, ისე რომ ეს გამოსვლა მშვიდობიანი იყოს, ახალი დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ექვსი თვეა გაჩერებულია…ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ სწრაფად ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ყველა საჭირო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს.

ეს ქვეყანა დღეს გაყინულია. ამის მაჩვენებელია „MEGOBARI აქტი“. ასევე, მაჩვენებელია იმის, თუ დღევანდელი „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი რას უკეთებენ ქვეყანას, [რომელიც] უკვე ყველამ დაინახა და ეს ასე ვერ გაგრძელდება.

ამიტომ, ყველა გონს უნდა მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს მისთვის არსებული საშუალება, ვინც რაღაცაში პასუხისმგებელია და თანამდებობაზეა, შეიძლება თავს უშველოს, ვინც თავს ვერ უშველის, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქვეყანას უნდა ვუშველოთ და ამას ერთად უნდა ვუშველოთ იმით, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები სასწრაფოდ დასანიშნია. იმიტომ, რომ ქვეყანას დრო უკვე აღარ ჰყოფნის იმისთვის, რომ ამ ღრმა ჩიხიდან გამოვიდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი
  • არ გაბედოთ მარწყვის ჭამა, თუ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს!
  • “სევდის მომგვრელია…” – რაზე წერს გია ხუხაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge