Monday, April 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკადრო ცვლილებები ენერგეტიკულ კომპანიებში – ვინ დანიშნეს ახალ ხელმძღვანელებად?

May 6, 2025
საკადრო ცვლილებები ენერგეტიკულ კომპანიებში – ვინ დანიშნეს ახალ ხელმძღვანელებად?

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ” – ნათქვამია  სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კერძოდ, საკადრო ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, „საქრუსენერგოსა“ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილმა დაიკავა, რომელსაც ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იგი იკავებდა სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრისა და იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში დირექტორის თანამდებობას, მანამდე იყო შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილე. ვანო ზარდიაშვილს აქვს მმართველობითი, კანონშემოქმედებითი და იურიდიული მიმართულებით საქმიანობის დიდი გამოცდილება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იკავებდა გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მამუკა მენაღარიშვილი დაინიშნა სს გეს „საქრუსენერგოს“  გენერალურ დირექტორად, რომელსაც ასევე  მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის  სფეროში რეფორმების, მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით.  მენაღარიშვილი კომპანიაში 2009 წლიდან გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

რაც შეეხება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, მას ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და მართვის პრაქტიკა გააჩნია. ფონდში დანიშვნამდე ვლადიმერ ძნელაძე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში“, – აცხადებს სამინისტრო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საზღვაო ბლოკადა დღეს დაიწყება
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge