დღეს, 6 მაისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „MEGOBARI აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:
• 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებული ყველა პირი;
• მოქმედ მაღალჩინოსნებს;
• მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;
• ასევე მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა.
რა ეტაპები დარჩა გასავლელი „MEGOBARI აქტს“, რათა ის ამოქმედდეს? – წაიკითხეთ ბმულზე.