დილის საათებში, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ბაბილთან, ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე. არსებული ცნობებით, მეწყერმა ერთი ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც ორი მგზავრი ინყოფებოდა. მგზავრებმა ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.
შემთხვევის გამო, ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.