ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ეს არის გოგო რომელიც დღეს, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არ შეგიყვანოთ შეცდომაში ამ სიუჟეტში არსებულმა დაპირისპირებამ. ეს დავა წარსულში არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდება მისი შვილის მამას წავუყენოთ, თუმცა, ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ. ველოდები გამოძიებას, რას იტყვიან მკვლელობის ვერსიად,” – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და ურთავს ვიდეოს.
თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე გვიან ღამით ქალი მოკლეს. მოკლული ანასტასია შატალოვაა.
მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი დაინახეს.
არსებული ინფორმაციით, მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განხრაზ მკვლელობას გულისხმობს.
ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, ჩხრეკა მიმდინარეობს.