ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“თბილისის ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია ჰოსპიტალიზირებული ინფიცირებულ მშობლებთან ერთად, აქედან მხოლოდ 4 მშობელია ვაქცინირებული .
აიცერით თქვენი შვილებისთვის მაინც!” – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 374 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 385 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 522, „პისიარ“ ტესტით – 9 863.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,77%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 9,07%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 გამოჯანმრთელდა, 9 510 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.
კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 562 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 970 პირი.
ამასთან, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, გარდაიცვალა 28.