სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აკადემიკოს გურამ შარაძის შესახებ წერს, რომელიც 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს:
“აი, თუ ვინმე გვყავდა მართლა “საზოგადო მოღვაწე”, ასეთი იყო გურამ შარაძე , რომელიც მრავალი წელი იბრძოდა ყველაფერი ქართულის და საქართველოს გადასარჩენად, რაც ყელში ჰქონდა ამოსული სააკაშვილს და შეუკვეთა კიდეც! რეალური მკვლელი გურამზე მაღალი იყო და ეს კადრებშიც ჩანს, ხოლო ვისაც ააღებინეს თავის თავზე, ის ძალიან დაბალია, ბევრად დაბალი, ვიდრე მსხვერპლი…
ეს იცოდეთ, რომ გურამ შარაძე უდიდესი დანაკლისია საქართველოსთვის
„უბედურების დაგვეცა მეხი,
საბედისწეროდ გავარდა ტყვია,
უკეთურებას, რომელიც მოხდა,
მამულიშვილის მკვლელობა ჰქვია.“
17 ოქტომბერს, ქართველ ფილოლოგს, მეცნიერს, ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს, გურამ შარაძეს 81 წელი შეუსრულდებოდა.
2007 წლის 20 მაისს, 20 საათზე, 30 წუთსა და 50 წამზე პროფესორი დედაქალაქში, მელიქიშვილის გამზირზე ჩაცხრილეს.