ჟურნალისტებმა თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ ფორმულა დატოვეს.
რამდენიმე წუთის წინ, ტელეკომპანია ფორმულას წამყვანებმა, თეონა ბაკურაძემ და თამარ ჩიხლაძემ, გადაცემის დასრულებისას, თქვეს, რომ მაყურებელს ემშვიდობებიან.

…ძალიან რთული იყო ეს წელი ქვეყნისთვის რთული იყო მედიისთვის, როცა ჩვენ და ჩვენს კოლეგებს გვიწევდა მუშაობა ფიზიკური საფრთხის ქვეშ, არის კადრები რომლის დავიწყებას ჩვენ ვერასდროს შევძლებთ, ეს არის კადრები რომელიც პროფესიაში დაბრუნების მოტივაციას ყოველთვის მოგვცემს.
ჩვენ ჯერ არ ვართ ბელარუსი, მაგრამ განსაკუთრებული სიჩქარით სწორედ ბელარუსისკენ მივექანებით, ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, ურთულეს დროს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღეთ, ამის მიღმა პერსონალური მიზეზებიცაა, რომელიც საერთო ჯამში გამოწვეულია იმ გარემოთი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება” – აღნიშნეს ჟურნალისტებმა.
მათ მადლობა გადაუხადეს თანამშრომლებს, კოლეგებს, და განსაკუთრებით მაყურებელს.