საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში “ნოესთან“, პოლიტიკაში მისი მოსვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
„მე შემოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვადევნებდი თვალყურს 2012-წლამდე და მერე (მოვლენებს) და ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ის იყო შეუცნობელი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად შემოვიდა ქართულ სივრცეში და ძალიან მაინტერესებდა. მივყვებოდი მას ტელევიზიით, არ ვიცნობდი საერთოდ. რაღაც ძალიან დიდი იმპულსი იყო, რითიც მე ახლა თქვენს წინაშე ვარ“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში.