ნიკა გვარამია გუშინ საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ ეხმიანება.
“მოკლედ, გუშინდელი დღე უკიდურესად დამაფიქრებელი და გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. იმიტომ არა, რომ უარესი არ მომხდარა. იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მკაფიოდ და გახსნილად თქვა რეჟიმმა თავისი სათქმელი: მომავალი არ იქნება.
მოვიდა კარგად დავიწყებული ძველის განახლების დრო და ამ ყველაფრის ჩემი მოქმედების მოდუსზე ასახვის დროც.
დიქტატურა უნდა დაემხოს!”- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, დღეს დილიდან ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა.