Monday, April 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სისტემა გადასულია ლაჩრულ საქციელზე”- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

April 28, 2025
“სისტემა გადასულია ლაჩრულ საქციელზე”- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

“სისტემა შეშინებულია და გადასულია ლაჩრულ საქციელზე” – ამის თაობაზე ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა “ტვ პირველის” ეთერში, მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრის დროს განაცხადა.

ჟურნალისტის შეფასებით, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ძლიერი პიროვნებაა, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ავტოკრატიის წინააღმდეგ იყენებს.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. 100 დღეზე მეტია ადამიანის ტყვეობა გრძელდება სრულიად დაუმსახურებლად. ეს საქციელი ჩვენ რომ ავწონ-დავწონოთ, ადამიანურად ჩემი შეფასება არის, რომ მზია ძლიერი პიროვნება, ძლიერი ჟურნალისტია. სიტყვის თავისუფლება ის იარაღია ძლიერი ადამიანის ხელში, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად ებრძოლოს ავტოკრატიას.

ჩვენ გვახსოვს მზია სასამართლოზე მარია რესას წიგნით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. სწორედ ეს არის, რისიც ეშინია სისტემას. ეს სისტემა არის შეშინებული და გადასული ლაჩრულ საქციელზე. ის, რაც მზია ამაღლობელის თავს ხდება, არ არის ვაჟკაცური, გაბედული საქციელი. სისტემა, რომელიც არის შეშინებული, დგამს ამ ლაჩრულ ნაბიჯს და იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას, რომ არ დაკარგოს მხარდამჭერები”. – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა – არგუმენტად მან გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის მიერ “ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე” დაასახელა.

მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაიკითხა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა
  • უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობას ოპოზიციური პარტია “ტისა” ინარჩუნებს – დათვლილია ხმების 45.71%
  • ორბანის “ფიდესი” ოპოზიციურ “ტიზას” ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge