ჟურნალისტი თათია წოწონავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ის „მთავარ არხს“ ეხება.
„მთავარი არხი ჯერ შიდა საცდელ მაუწყებლობაზე იყო, როცა მთავარის მიკროფონით Nino Gipa და მე პირველ გადაღებაზე გავედით. უჩვეულო შეგრძნება იყო. რუსთავი 2 დან წამოსვლის შემდეგ თავიდან უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი.
ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის ❤️
დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა.
ჩემი და მთავარი არხი • Mtavari Arkhiს თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება,რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა“, – წერს ის.