“ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ თავდასხმები იქნება, რადგან “ქართული ოცნება” ხედავს, რომ მას რეალური ალტერნატივის შექმნა შეუძლია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, როდესაც რეჟიმს წყალი აქვს შემდგარი, ბუნებრივია, რუსული სპეცსამსახურების მის დახმარბას შეეცდებიან.
“თავდასხმები იქნება. პროკურატურა დაიწყებს, სუსი დაიწყებს თუ ქუჩაში დახვდებიან თუ რაღაცეებს ესვრიან, ყოველ შემთხვევაში, წიხლების ქნევა სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი პროცესის მიმართ გაიზრდება, იმიტომ, რომ მას აქვს პოტენციალი, რომ რეალურ ალტერნატივად იქცეს და შეძლოს დემონსტრირება იმის, თუ რას ნიშნავს მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა იმ პროცესმა, რაც მან შექმნა. როდესაც რეჟიმს წყალი აქვს შემდგარი, ბუნებრივია, რომ რუსეთიც და მისი სპეცსამსახურებიც ცდილობენ, რომ რეჟიმს დაეხმარონ, “- ამბობს ჩერგოლეიშვილი.
რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია ამტკიცებს, რომ საქართველოში გადატრიალება იგეგმება, რასაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი უდგანან.
პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის”-მა პროკურატურას დღეს მიმართა. მათი მტკიცებით, მიმართვის საფუძველი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, სადაც მეხუთე პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი თითქოს რუს ოპოზიციონერს საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე და ქუჩის აქციებზე ელაპარაკებიან.
წყარო