მსოფლიო რომის პაპს დაემშვიდობა. პაპი ფრანცისკე რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. კათოლიკური სამყარო ახალი პაპის არჩევის მოლოდინშია. მაისში ვატიკანში კონკლავი შეიკრიბება, რომლის შემადგენლობაშიც 100-ზე მეტი კარდინალი შედის. ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი წინამძღვარი.
მედიის ცნობით, ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსები ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს
პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი.
პაპობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი კი პიერბატისტა პიცაბალაა, რომელიც 2023 წელს გახდა კარდინალი.