7 წლის ბავშვზე ძალადობა სამეგრელოში – პირველი ინტერვიუ ბებიასთან, რომლელთანაც სახლიდან გაქცეული შვილიშვილი მივიდა.
პესნიონერი ქალი ყვება, რომ 7 წლის შვილიშვილი მასთან სისხლიანი და ტანზე დაზიანებებით მივიდა და ბებიას თავად უთხრა, რომ დედამ და ბებიამ (დედის დედამ) სცემეს.
მე მითხრა სიმინდი, რომ აქვთ იმ ოთახში მამწყვდევენო. შეიძლება, საღორეშიც ჰყავდათ დამწყვდეული – ამბობს ბებია.
“ბავშვი შემოვიდა სამი დაწყებული იყო, შემოაღო კარი და მიშველე ბებიაო. საშინელ დღეში იყო ბავშვი ტალახიანი, სისხლიანი სახე არ უჩანდა, ფეხი ძალიან ცუდად იყო ბავშვი. ყველაფერი გავხადე და რომ დავინახე ტანზე ჰქონდა ჭრილობები, კინაღამ შევიშალე. სასწრაფოს გამოვუძახე. თვითონ თქვა ბებიამ და დედამ მცემაო. მამწყვდევენ შიგნით და არმიშვებენ გარეთო. მე მითხრა სიმინდი, რომ აქვთ იმ ოთახში მამწყვდევენო. შეიძლება, საღორეშიც ჰყავდათ დამწყვდეული, რა ვიცი. არ მიშვებდნენო”, – ამბობს ბებია.
არსებული ინფორმაციით,არასრულწლოვანის მამა ემიგრაციაშია და ახლა ის ძალადობვაში მხილებული ქალების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოზარდზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.