რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში და ვინ ებრძვის თინა ბოკუჩავასა? – მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადებას ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა. თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი ოპოზიციის ერთიანობა, თუმცა კითხვაზე ვინ არის ის ვინც შესაძლოა, ამ ერთობის დამაზიანებელი აღმოჩნდეს ბოკუჩავა არ პასუხობს.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი დეტალურად არის ინფორმირებული მთელი პროცესების შესახებ და განცხადებაც ამიტომ გააკეთა:
“თითოეულ პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ მოთამაშეს, გვჭრდება ერთიანობა და კონსოლიდაცია. სწორედ ამისკენ მოგვიწოდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მე კიდევ ერთელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას იმ ნდობისთვის, რომელსაც ის მიცხადებს. პრეზიდენტი არის დეტალურად ინფორმირებული და სწორედ აქედან გამომდინარე გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა სოციალური ქსელით”.
ჟურნალისტის კითხვაზე იცის თუ არა მიხეულ სააკაშვილი ვის გულისხმობდა, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ “რა თქმა უნდა აქვს ინფორმაცია”:
“რა თქმა უდნა იცის პრეზიდენტმაც, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრეზიდენტის სულისკვეთებაც და ჩემი სულისკვეთებაც, ჩემი მოწოდებაც, ჩემი სურვილიც, ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯი ყოველთვის იქნება მიმართული გაერთიანებისკენ” – თინა ბოკუჩავა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” თინა ბოკუჩავს პარტიიდან ჩამოცილება უნდა.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს მის პარტიაში”
“მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს” – წეს მიხეილ სააკაშვილი.