Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აგერ, მთლად შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა” – რას წერს რომან გოცირიძე?

April 23, 2025
“აგერ, მთლად შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა” – რას წერს რომან გოცირიძე?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე “ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საბედნიეროდ, ტრამპიზმი არაა პოპულარული საქართველოში.

ქოცები არ არიან იდეური ტრამპისტები, რადგან ქოცს იდეა არა აქვს. რასაც ზემოდან ეტყვიან, იმ იდეას ერგებიან. უთხრეს, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და ცუდიაო-დაიჯერეს, ან არ დაიჯერეს, მაგრამ მაინც ემორჩილებიან ამ აზრს. ეტყვიან, გლობალური ომის პარტია გლობალური მშვიდობის პარტია გახდაო-ამ იდეასაც მოერგებიან.

ლიბერალური ფრთის მცირერიცხოვანი სექტანტი ტრამპისტები იდეური ტრამპისტები არიან. ქოცებთან ისა აქვთ საერთო, რომ მათი აზრით, ტრამპი ებრძვის “გლობალური კორუფციის პარტიას” ან პირიქით, ტრამპს ებრძვიან ისინი. რომ ჰკითხო, უკრაინისა და საბაზრო ეკონომიკის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. ტრამპი რომ ამბობს, ომის დაწყებაში ბაიდენი და ზელენსკიცააო დამნაშავეო ან უკრაინის მთელი ბუნებრივი რესურსების მითვისება რომ უნდა ამერიკის მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ, თანაც ათმაგად და უვადოდ, ეს რაღაც მექანიზმებით ჰუმანურობისა და სამართლიანობის კატეგორიაში ლაგდება მათი ტვინის მარჯვენა თუ მარცხენა სეგმენტში. ტრამპს უნდა ჰარვარდის უნივერსიტეტში უცხოელების მიღების აკრძალვა. დაფინანსება უკვე შეუწყვიტა. საინტერესოა, ამას როგორ გაამართლებენ. ალბათ, მტრული იდეოლოგიის იმპორტის წინააღმდეგ დიად ბრძოლას სჭირდებაო, იტყვიან.

აგერ, მთლად შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა-ტრამპის ადმინისტრაცია თურმე აიძულებს უკრაინას აღიაროს რუსეთის სუვერენიტეტი ყირიმზე. უკრაინა უნდა შეეგუოს დე ფაქტო კონტროლს მის ოთხ ტერიტორიაზე ( სხვა გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობით მართლაც არა ჩანს) და აღიარეს დე იურე კონტროლი ყირიმზე. ტერიტორიების მიტაცება საერთაშორისო დანაშაულია. საერთაშორისო დანაშაულის დაკანონებას, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროპა არ დაუშვებს.

სრულიად გასაგებია ჩვენი საზოგადოების ზომიერი რეაგირება და პოლიტიკური პარტიების დუმილი ტრამპის პოლიტიკის მიმართ. ამერიკის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს მომავალი ძნელად წარმოსადგენია. როცა გვერდით ვერაგი მეზობელი გყავს, სხვა ტოლფასი შემაკავებელი ფაქტორი დღეისათვის არ არსებობს. თანაც, კონგრესში ჯერ კიდევ ბევრი არიან საქართველოს მეგობრები და მათი იმედიც უნდა ვიქონიოთ.

ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, “ოცნების ხელისუფლება” ტრამპის ადმინისტრაციას მაშველ რგოლად განიხილავს. ფაქტია, რომ დროებითი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ ამ გარდამავალ პერიოდში, მაგრამ იმდენად ნათელია ევროპისათვის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატური ბუნება, რომ ვერც ამერიკაში ექნებათ განსხვავებული მიდგომა. უბრალოდ, მოტივი არ არსებობს, ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მხარდაჭერის.” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მესამე ხარისხი იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ აიკრძალოს შენობაში ცხოვრება“ – რას აცხადებს დიდუბის მაჟორიტარი
  • „იცოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მომ­ხდა­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს…“ – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?
  • როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი გუშინ, სადგურის მოედანზე მომხდარ ტრაგედიას?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge