Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილია II სამძიმრის წერილს აქვეყნებს

April 23, 2025
ილია II სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამოხატავს პატივისცემას პაპ ფრანცისკეს მიმართ და ლოცულობს მისი უკვდავი სულისთვის.

„მის მაღალყოვლად უსამღვდელოესობას, კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს, კარდინალთა კოლეგიის დუაიენს. დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი, ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა.

გვინდა, აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება; საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი, ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა.

ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით… გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მის მიმართ და ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი ილია II“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ანა ელიზაბეტ მიშელი
“მაგიდის ქვეშ შემძვრალი ძაღლივით ყეფდა… სასულიერო პირებს უყვიროდა…” – ანა ელიზაბეტ მიშელის გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმე
37 წუთის წინ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
  • ენმ კალაძის “დანაშაულებრივი უმოქმედობის“ გამოძიებას ითხოვს – მათ “სადგურის მოედანთან“ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის საკითხზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს
  • „ლელო – ძლიერი საქართველო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge