“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.
ფხაკაძემ ექიმებს რეკომენდაციით, რომ მათი 100% აიცრას, რათა რისკები შემცირებული იყოს და დასძენს, რომ ამის შემდეგი ეტაპი კი კოვიდ-საშვია.
“ორი ყველაზე კარგი ვაქცინაა მსოფლიოში, ეს არის “ფაიზერი” და “მოდერნა”. ვფიქრობ, უნდა ვიყოთ სტრატეგიულები, ჯერ მოზრდილი ადამიანები არ აცრილან და უკვე ბავშვებზე დავიწყეთ კონცეტრირება. კონცეტრირება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალზე, პედაგოგებზე. ვთვლი, რომ უნდა გამოვიყენოთ საფრანგეთის მაგალითი, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი, ექიმები, სოცმუშაკები, 100%-ით არიან აცრილები. თავიდან იყო პროტესტი, მაგრამ 1 კვირაში დასრულდა.
არის პროფესიები, სადაც “ფაიზერით” ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ისრაელმა გააკეთა, სასწავლებლებში, მასწავლებლები, მანდატური, ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს 100 %-ით აცრილი, ამის შემდეგ უკვე მომსახურების სფეროში, სადაც ადამიანებს აქვთ ურთიერთობა, ახლო კონტაქტი, უნდა შევამციროთ რისკები. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოვიდ-საშვი,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ თამარ ურუშაძესთან ინტერვიუში.
ამასთან, ფხაკაძემ ისიც აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა, ლეტალური შედეგი თითქმის არ ფიქსირდება.
“სიკვდილობა თითქმის ნულამდე დავარდა, რეანიმაციული განყოფილების თითქმის გათავისუფლება და ძალიან ნაკლები გავრცელება მოსახლეობაში. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით დავინახეთ, რომ ვირუსი ვრცელდება, მაგრამ არ კლავს. მოდით სიმართლე ვთქვათ, თუ ადამიანი საქართველოში მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი გადარჩენის შანსი არის ძალიან დაბალი, თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები არ მოხვდნენ რეანიმაციაში, ორი რაღაც არის გასაკეთბელი, “ფაიზერით” აცრა და სამედიცინო პირბადე,”- აღნიშნა “დღის კურიერში” გიორგი ფხაკაძემ.
https://mix.metronome.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a7/