შაბათ-კვირას საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და ქარია მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის თანახმად 20 აპრილს -კვირას დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ, დღისით სანაპირო რაიონებში ზოგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°, ზოგან +18°-მდე.