ქვეყანა უნდა გადავიდეს “ფაიზერის” ვაქცინაზე! უნდა დაინერგოს ელექტრონული ვაქცინაციის საშვი მხოლოდ “ფაიზერით” აცრილებისთვის! – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“იქნებ მივხდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში…
საბავშვო ბაღები, ალბათ, დასაკეტია (სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ ვხედავ) სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე (სამწუხაროდ)
სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100%” ფაიზერის” ვაქცინით სავალდებულო წესით უნდა აიცრას!
სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლების 100%-ის “ფაიზერით” აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა!
ქვეყანა უნდა გადავიდეს “ფაიზერის” ვაქცინაზე!
უნდა დაინერგოს ელექტრონული ვაქცინაციის საშვი მხოლოდ “ფაიზერით” აცრილებისთვის!
არაპროფესიონალიზმი კლავს…,” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
ამასთან, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, გარდაიცვალა 23.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 723 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 118, „პისიარ“ ტესტით – 14 605.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,01%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 7,98%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 640 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 603 995 გამოჯანმრთელდა, 9 306 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 882 118 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.
კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 616 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 749 პირი.
https://mix.metronome.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a7/