„ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „რადიო სივრცესთან“ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა.
სუბარის თქმით, მათ მანდატებს შეუწყვეტენ, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ.
სუბარმა აღნიშნა, რომ არსებული წესის მიხედვით, როდესაც მანდატის მქონე დეპუტატი პარლამენტში გააცდენს მორიგი, ანუ საგაზაფხულო სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მას მანდატი გაუუქმოს.
„შემოსვლა ახლაც უნდათ, მაგრამ ეშინიათ დანარჩენი ოპოზიციის ბულინგის. აი, როგორც მე თქვენ გიყურებთ, ისე დავინახავთ, როგორ შემობრძანდებიან პარლამენტში”,- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი ეკუთვნის.