ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი.
აღნიშნულს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში „ოცნება“ ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად“,- აცხადებს გახარია.