საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს
“საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით)
15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”.
მე-3 დოზა “ფაიზერით” ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს. საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგეგები …
საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ
პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთში და თბილისში …
პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები … დამღლელი და გულდასაწყვეტია, რასაც ვუყურებ…,” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/22288-2/