აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„საფრთხე არის აქ იმაზე დიდი, ვიდრე აზერბაიჯანში. აქ ვრჩები ჯერჯერობით. აქაურ დიქტატურის წინააღმდეგაც გამოვალ. არ ვეთანხმები გირაოს და არც გადავიხდი. მათთვის ფულის გადახდას არ ვაპირებ. სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. საქართველოც და აზერბაიჯანიც დაკვეთილ საქმეებზე მუშაობენ. საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, სადიგოვი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა.