ბათუმში დაკარგული ბავშვის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“რა ძალა გაქვს ასეთი, რომ მეც მაძლიერებ, დეე… ჩემო სუნთქვა, 90 დღე გავიდა მოლოდინის და მე არასდროს დავყრი ფარ-ხმალს… გელოდები, ჩემო ღვთის მოულოდნელო საჩუქარო, ჩემო სიამაყე, ჩემო ძალა და ყველა ფეროო…”,-წერს ალექსანდრეს დედა.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს.