Thursday, February 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თბილისის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

April 16, 2025
“გვაქვს წამების ფაქტი და რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი”- ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თბილისის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

აღკვეთის ღონისძიებაზე ოლიგარქის სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

გვარამიამ პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

“ბრალი წარმიდგინეს, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა – კომისიამაც და პროკურატურამაც ძალიან ღრმად შეტოპა და აგიხსნით, რატომ – როგორც კი შემდეგი პროკურატურა (ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, პროკურატურაც შეიცვლება, ცხადია) იტყვის, რომ გვარამია იყო მართალი, ეს კომისია იყო არაუფლებამოსილი და პარლამენტიც იყო არაუფლებამოსილი, ეს არის იურიდიული ფაქტის დადგენა და საკონსტიტუციო სასამართლომ რაც არ უნდა თქვას მერე, გამოვა, რომ დადგენილი იქნება ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა.

რაკიღა საკონსტიტუციო სასამართლო გავიხსენე, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს რევაზ ნადარაია, რომელიც იყო უდაბლესი კლასის პირველი ინსტანციის მოსამართლე, წარმოუდგენლად გაუნათლებელი. მერე რაღაცნაირად მოხვდა უზენაეს სასამართლოში, გასაგებია როგორც და ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. რატომ ღმერთი არ გაიცინებს და რატომ საქართველოს კონსტიტუცია თავს არ დაიწვავს თავად”, – თქვა გვარამიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ. მის კომენტარს “ინტერეპრესნიუსი” ავრცელებს.

“პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, იგივე მიზეზით დღეს ბრალი წარუდგინეს კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბერლინის აეროპორტმა უამინდობის გამო რეისების განხორციელება გაურკვეველი ვადით შეაჩერა
  • 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
  • მოკლული მასწავლებლის საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge