სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს ეხმაურება:
“რუსულ არხებზე ზეიმობენ, მიშა ციხეშია და არც არავინ შეიწყალებს, სულ ბოლომდე ჩაალპობენ, თან შიმშილობს და იქნებ მოკვდეს კიდეცო…
აი, ზუუუუსტად ეგეთი *ლეები ხართ, ვისაც ადამიანის ციხეში შიმშილით სიკვდილი გწყურიათ!” – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ექს- პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშილი უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს. გუშინ, მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს.
ინფორმაცია გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.
https://mix.metronome.ge/22263-2/