საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის საავტომობილო გვირაბში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 17 აპრილის 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.