„ტვ 25“ იყიდება. ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
„ტვ25″ -ის სპეციალური განცხადება! პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით “ტვ25”-ის 100%-იანი წილი იყიდება!“ – წერია განცხადებაში.
2025 წლის 1 იანვრიდან “ტვ25”-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებული ჰქონდა.