Friday, May 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს ჩემი შვილი უკვე დიდი ხანია მე არაფერს მიჯერებს” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

October 11, 2021
“ეს ჩემი შვილი უკვე დიდი ხანია მე არაფერს მიჯერებს” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ექს- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა დედამ გიული ალასანიამ და შვილებმა – ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილებმა მოინახულეს.

პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, გიული ალასანიამ შვილთან შეხვედრის შესახებ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კვლევების ჩატარება.

როგორც ექს-პრეზიდენტის დედა ამბობს, მისი შვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

“ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. როგორც გაირკვა, ვიდრე საკანში მოხვდებოდა, წინა დღეებშიც არაფერი უჭამია. მართალი გითხრათ, მე ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ ვნახე და ცხადია, ძველებურად ვერ გამოიყურება. მე და შვილები შევედით, ამიტომ ძალიან ცდილობდა, ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ არის ყოჩაღად. 

ერთ შვილს ელაპარაკა, მეორე შვილს ელაპარაკა იმ საკითხებზე, რომელიც მათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდა, პირველი შეხვედრა იყო ჩვენთვის.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ჩემი შვილი უკვე ძალიან დიდი ხანია მე არაფერს არ მიჯერებს… თავისი აზრი აქვს ყველაფერზე…

ვიცოდი აზრი რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ იყო მიღებული ეს თემა და შევცვალე,

რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, პროცესების ჩანიშვნაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს, რა არის აქ გადასადები?!“ – განუცხადა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ექს- პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშილი უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს. გუშინ მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს.

ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.

https://mix.metronome.ge/22263-2/

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა დაგიჯდებათ განახლებული პირადობის მოწმობები, ვისთვის არის უფასო და სავალდებულო – განმარტებები სერვისების განვითარების სააგენტოდან
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – რა ხდება ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge