დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა.
ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა.
„აღნიშნულის გამო, მას მოუწია გამგებლის თანამდებობა დაეტოვებინა. მას გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებით. 2021 წლიდან იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. მადლობა გაწეული შრომისთვის და წარმატებები ახალ თანამდებობაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე ან, რომელიმე ქვეყანაზე“, – თქვა კალაძემ.