გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით,ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა,რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.