“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე მისი მისვლის შემდეგ “ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების გაუქმება გადაიფიქრა.
როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მისი მისვლით, “კომისიამ დელეგიტიმაცია განიცადა და მანდატი დაკარგა.“
“ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, მე რატომ მივედი იქ“,- თქვა გახარიამ.
ჩემი მისვლით ამ კომისიამ დელეგიტიმაცია განიცადა და გეტყვით რატომ, მანდატი დაკარგა. ამ კომისიის მანდატი გახლდათ პარტიების და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება. ზუსტად 1-2 საათში, ჩემი იქიდან გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა და თქვა, რომ აღარ აუქმებენ ამ პარტიას და რაღაც მოყვა, იბოდა. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, მე რატომ მივედი იქ. ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს, ბოიკოტში ვართ, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, ვისმენთ არ ვისმენთ, ფაქტია, დღევანდელი ხელისუფლება, ამ კომისიას ჰიბრიდული ომისთვის იყენებს. ეს კომისია თუ ასე გაგრძელდა დ ამ ჰიბრიდულ ომს არ შევეწინააღმდეგეთ, მერე გვეტყვიან , რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ და ამასაც შევეგუებით. თქვენ თუ გგონიათ, რომ იქ მისვლა სასიამოვნო იყო?“,- განაცხადა გახარიამ.