ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ზურაბ დათუნაშვილის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“ეს ის მაგარი ბიჭია, ამ გადაღუნული ტვინის მაფიოზებმა საქართველოდან რომ გააქციეს. მაგარი ბიჭი! მთელი გულით ვულოცავ, გული მწყდება, რომ საქართველოს აღარ ეწერება მისი გამარჯვებები… დიდი, დიდი წარმატებები ზურას, ოქროს ბიჭს,” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ზურაბ დათუნაშვილმა ფინალში ბელარუს მასკევიჩს დიდი უპირატესობით ანგარიშით 9:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ზურაბმა მეოთხედფინალში ქართველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი (82კგ-ში) ლაშა გობაძე დაამარცხა.
სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა 2021 წელს უდიდეს წარმატებას მიაღწია. დათუნაშვილი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი,იგი ასევე ტოკიო 2020 ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.