ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი თეკლა ტაბატაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიშს იხდის:
“ბოდიშს გიხდით. ვუყურე ჩემს თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას. ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას. ახლა მიწევს მტკიცება არამხოლოდ იმის, რომ გულქვა არ ვარ, არამედ იმისაც, რომ არ არსებობს კომენტარი, რომელიც შვილმკვდარი მამის ისტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯერ არ იყო ცნობილი არც ცოლის და არც ბავშვების გარდაცვალების შესახებ).
ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში ჭირისუფალს, თუ ჩემი კითხვით ოდნავ მაინც გავუმძაფრე დიდი ტკივილი.
ბოდიშს მაყურებელს და ტვ პირველის გუნდს. მათ ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა,” – წერს ტაბატაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
TV – “პირველის” ჟურნალისტის მხრიდან ბათუმის ტრაგედიის გაშუქებამ, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
7-სართულიანი სახლის სადარბაზო მოულოდნელად, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა 10 ადამიანი – 9 დაიღუპა, აქედან 3 ბავშვია. საავადმყოფოშია მოთავსებული 37 წლის მამაკაცი. ექიმები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ, თუმცა უკვე სტაბილურად აფასებენ.