Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დამნაშავეებო, მკვლელები ხართ!… იმედია, პასუხი მოგეთხოვებათ! – ეკა კვესიტაძე

October 8, 2021
დამნაშავეებო, მკვლელები ხართ!… იმედია, პასუხი მოგეთხოვებათ! – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესა და დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მწვავე პოსტით მიმართავს:

“მავნებელი დამნაშავეებო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მთლიანად ჩაგივარდათ აცრის კამპანია და ნოემბერში საშინელებას აანონსებთ, მიუხედავათ ამისა, ბუსტერს არ უშვებთ ყველასთვის, მარტო 50+ და ბავშვებიც გაწირეთ კოვიდისთვის, რადგან 12+ აცრა არ დაუშვით ყველა ბავშვისთვის. ამასობაში კიდევ გრიპის ვაქცინაც არ შემოგიტანიათ – დამნაშავე მკვლელები ხართ. იმედია, როდესმე პასუხი მოგეთხოვებათ,” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა.

როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა ქვეყანაში „რთული ნოემბერი“ გვექნება.

ამასთან, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 840 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 119 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 721 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 661 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 628 719-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.70% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.16%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 597 654.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 192 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 559, ქვემო ქართლი – 158, შიდა ქართლი – 116, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 425, აჭარაში – 365, იმერეთში – 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში – 335, აჭარაში – 87, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 25, იმერეთში – 28. 660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 – თბილისში, 185 – აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 229 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge