Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ! – ბაია პატარაია

October 8, 2021
“სასიხარული ამბით გიბრუნდებით” – რა ინფრომაციას ავრცელებს ბაია პატარაია?!

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე მარტოხელა დედის საქმის შესახებ წერს:

“ამბავი ასეთია: ბავშვის დედა, ბავშვის მამას სთხოვს ბავშვის საკვებს, ტანსაცმელს და სხვა ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას. ამ სქრინში, (რომელსაც ქალის ნებართვით ვაქვეყნებ), ჩანს ეს ყველაფერი. ამ მესიჯებზე კაცს არც უპასუხია. ქალი, რომელსაც 20 ლარიღა ჰქონდა დარჩენილი ანგარიშზე, (გვაქვს ამის მტკიცებულება), სახლში აკითხავს ყოფილ ქმარს. კაცი სახლში არ დახვდა. ქალი ელოდება სადარბაზოსთან. კაცი ბრუნდება და ბავშვიან ქალს აგინებს და ემუქრება ისეთ ხმაზე, რომ მეზობლებიც იგებენ ამბავს. ქალი იძახებს პატრულს. პატრული მოდის და შემაკავებელ ორდერს გამოსცემს ორივეზე, დიახ, ორივეზე! არ მოგესმათ. ქალი მოგვმართავს შველისთვის, რომ მის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გავაუქმებინოთ სასამართლოს.

ცხადია, ეს ორდერი უსაფუძვლოა, რადგან სწორედ ქალია ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, პოლიცია ასე არ ფიქრობს. პოლიციას მიაჩნია, რომ მოძალადე კაცი, (რომლის წინააღმდეგაც გამოძიება თავადვე დაიწყო), ამავდროულად მსხვერპლია “არასასურველი კომუნიკაციის”. მაგრამ აქ არ მთავრდება ჩვენი მართლმსაჯულების უბედურება. უფრო უარესი ისაა, რომ მოსამართლე დავით წერეთელი, საქმის შეუსწავლელად, დისკზე წარდგენილი ვიდეოების უნახავად, 40 წუთში ასრულებს ზეპირ მოსმენას და ძალაში ტოვებს ამ სამარცხვინო შემაკავებელ ორდერს, სადაც მხოლოდ ის წერია, რომ ქალი აღელვებული იყო. გესმით, ხალხო? ხვდებით, როგორ მფარველობს მართლმსაჯულების სისტემა იმ კაცს, რომელიც ეკონომიკურად (და არა მხოლოდ) ძალადობს ქალზე?

თურმე, ქალს არ აქვს უფლება მამას მისსავე შვილისთვის სთხოვოს საჭმლის, წამლის, ექიმის, ტანსაცმლის ფული – ის ქალი ყოფილა თურმე მოძალადე, რომელზეც ეკონომიკურად ძალადობს ყოფილი ქმარი და რომელიც კანონიერად ითხოვს, მამამაც იზრუნოს შვილზე.

ეკონომიკური ძალადობა რომ ძალადობის სრულიად დაფარული ფორმაა და ნორმალიზებულია, ვიცოდი, მაგრამ კანონიერი მოთხოვნისთვის, თუ ქალს მოძალადედ გამოიყვანდნენ ამას არც ჩვენი პოლიციისგან ველოდი და არც სასამართლოსგან.

ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ! აპელაციაშიც გავასაჩივრებთ და იმის იქეთაც, თუ საჭირო იქნება. ეკონომიკურ ძალადობაზე საკანონმდებლო ცვლილებებსაც მოვითხოვთ და ყველას გავაგებინებთ, რომ შემაკავებელი ორდერი ტუტუცი და უპასუხისმგებლო მამების კომფორტის დასაცავად არ შეუქმნია პარლამენტს!

პ.ს. ჟურნალისტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენ ადვოკატს ცირა ჯგერენაიას Tsira J. G. Erny “, – წერს ბაია პატარაია მსოციალურ ქსელში და აქვეყნებს ე.წ. “სქრინს”.

No photo description available.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია გუშინ, ისანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
  • „გახარიას უნდა, რომ ქორწილში ყოველთვის ნეფე იყოს…“ – რას ამბობს გურამ მაჭარაშვილი?
  • გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge