პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ ჯერჯერობით ყოფილ პრემიერს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, გამოცხადდება თუ არა ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ანა ბუჩუკურის განმარტებით, “ქართულ ოცნებას” გიორგი გახარიასთან კითხვები 20 ივნისის საქმეზე აქვს.
20 ივნისი მითითებული არის დაბარების წერილში. “ოცნებამ” მიუთითა. რაც შეეხება მისვლა/არ მისვლის საკითხის გადაწყვეტას, ვადასტურებ, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ჩემი პერსონალური პოზიციაა, რომ მე პირადად მივიდოდი, თუმცა გუნდში ბევრს განსხვავებული პოზიცია აქვს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება თავად გახარიამ უნდა მიიღოს, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გუნდში აზრები იყოფა. გახარია თბილისში დაბრუნდა, ახალი დაბრუნებულია. როცა არ იყო საქართველოში, უწყისი მის მშობლებს მიიტანეს. 20 ივნისის საკითხზე აქვთ გახარიასთან კითხვები” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.