Sunday, July 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი”- თეატრალური თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციაზე

April 11, 2025

თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თეატრალური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც მედიაში გავრცელებულ ცნობებს “დეზინფორმაციად” მოიხსენიებს და წერს:

“სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საჭიროდ თვლის განაცხადოს შემდეგი:

„თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის“ ყოფილ გამგეობას და მის ყოფილ თავმჯდომარეს ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე გაუვიდათ უფლებამოსილების ვადა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტმა არ ჩათვალა საჭიროდ  მოვლენების ფორსირება და მხოლოდ 2025 წლის 28 თებერვალს იქნა მოწვეული გამგეობის კრება. შესაბამისად მისი წევრები ვერანაირად ვერ იქნებოდნენ გამგეობაში „სასწრაფო წესით“ შეყვანილნი.

გამგეობის კრებას ესწრებოდა მისი ყველა წევრი, მათ გამგეობის ახალ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ბატონი გია ცქიტიშვილი. მის კანდიდატურას  მხარი დაუჭირეს ბატონებმა ნიკა თავაძემ და დათა თავაძემ,  რასაც კრების ოქმზე  მათი ხელმოწერები ადასტურებს. შესაბამისად,  გია ცქიტიშვილი თავმჯდომარედ არავის „დაუნიშნავს“.

გამგეობის ყოფილ დირექტორს ნიკა თავაძეს ორჯერ შეხვდნენ რექტორი გიორგი შალუტაშვილი და გამგეობის თავმჯდომარე გია ცქიტიშვილი და მკაფიოდ განუმარტეს, თუ წესდებით გათვალისწინებულ რომელ უმნიშვნელოვანეს პირობებს ვერ აკმაყოფილებდა „ცენტრი“ ბოლო 2 წლის მანძილზე. “ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ გამგეობის წევრებს ოფიციალურად ეცნობათ ჯერ კიდევ 31 მარტს.

„ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა რექტორატის საგანგებო სხდომის მოწვევის შემდეგ, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის და სამსახურის ხელმძღვანელები. მას შემდეგ, რაც სხდომის წევრები გაეცნენ „ცენტრის“ მიერ წარმოდგენილ 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიშს, წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი „ცენტრის“ ლიკვიდაციის იდეას, როგორც შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალს.” აცხადებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
  • 🎥 დაპირისპირება მელიქიშვილის ქუჩაზე – რა ვითარებაა ადგილზე?
  • როგორ პასუხობს იუსტიციის სამინისტრო გიორგი ახობაძის დღევანდელ განცხადებას?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge