„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეს კომისია პროკურატურას გადასცემს.
აღნიშნულს მედიასთან ინტერვიუში ვაშაძე გამოეხმაურა.
„წარმოგიდენიათ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ციხეში ჩასვან, რა მოდება შემდეგ? ვინმესთვის დაგვჭირდება შემდეგ ახსნა, დასასანქცირებლები არიან თუ არა? მოქმედი პოლიტიკოსის დაჭერა დიდ რეზონანს გამოიწვევს. გგონიათ, რომ შემდეგ საქართველოს გარეთ ფეხს გაადგამენ? ყველა დახმარება გაჩერდება, SWIFT-დან გაითიშება საქართველო და ეკონომიკა გაჩერდება, მყისიერად ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთოს და ვნახოთ ერთი, რა მოუვათ. ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ“, – თქვა მან.