დღეს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მორიგი სხდომა იმართება.
კომისია ბუტა რობაქიძის საქმეს განიხილავს.
„სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო, უთხრა პირდაპირ. ლევან გვაზავამ, მაშინდელი პოლიციის უფროსს, ზურაბ ბაქრაძეს უთხრა, გაავსე იქაურობა იარაღითო. ბაქრაძემ ჩაუდო ერთ-ერთ ბავშვს ჯიბეში „ლიმონკა“, გახეული ჰქონდა ჯიბე, თავში ჩაარტყა და დედა შეაგინა, დედა არ გყავს ჯიბე, რომ დაგიკეროსო. ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ პანაშვიდზე, რომ ცხვირ-პირი აღარ ჰქონდათ. მამუკა გვაზავა იყო ქვეგანყოფილების უფროსი სამტრედიის ქუჩაზე და იქ სცემეს ეს ბავშვები და ორი საათი ეყარნენ ძირს, სიცივეში. ბუტამ 35 წუთი იცოცხლა, გადარჩენით შეიძლება ვერ გადარჩენილიყო, სასწრაფო 3-4 წუთში მივიდა. სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მისცა ჩვენება, რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ, ბუტაც დავინახე და სხვა ბიჭებიცო, არ მიმიშვეს, მითხრეს გარდაცვლილაო, მე იქ იარაღი არ მინახავსო. ტოტალურად გაყალბდა ყველაფერი“, – განაცხადა სხდომაზე ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ.