საპარლამნტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“9 აპრილი, 1989 წელი.
იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.
თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.
10 აპრილი, 2025 წელი.
იარაღი – სანქცია.
ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.
მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!
პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…”- წერს მამუკა მდინარაძე.