შალვა პაპუაშვილმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია შეაფასა.
მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ სამარცხვინო აქტი იხილა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.“
„რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო აქტი. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იყო, ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ფეხქვეშ გათელა ის იდეები, რისთვისაც 1989 წლის 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ. გუშინდელმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხქვეშ გათელა ზოგადად იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა. თუმცა, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ამას უფრო ღრმა პრობლემები და ფესვები აქვს იმ მხრივ, რომ ეს არ იყო ცალკეული ადამიანი იქ. ჩვენ ვნახეთ და ვიცით, რომ ეს იყო ორგანიზებული კონკრეტული NGO-ების მხრიდან: საერთაშორისო გამჭვირვალობა, საფარი, სირცხვილია. რომლებსაც იქ ვხედავდით და რომლებიც წინა დღეებში, მათ შორის, ქალბატონი ლომჯარიას NGO წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის არამისაღები პირების ასე ვთქვათ, მისვლისთვის რუსთაველზე ერთი, და მთავარი მიზანი რაც იყო, ამითი მათ უნდოდათ პროვოცირება მოეხდინათ დაპირისპირების საზოგადოებას შორის და ვიხილეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიაღწიეს თავის საწადელს, თავად დაიწყეს ძალადობა.
ამიტომ პრობლემა არის არა ის, რომ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის იმდენად, რომ რომელიღაცა NGO გეგმავდა დაპირისპირებას, პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ორგანიზაციებს ჰყავთ კონკრეტული დონორები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ, გუშინ იქ ყვიროდა სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიმე ქართული NGO-ს თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუპლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომლებსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც უნდოდათ ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან. ასე რომ, კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს, ეს არის ის, რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამწუხაროა, რომ დღეს-დღეისობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებული არის ევროპულ დაფინანსებასთან. ამას გვეკითხებიან ჩვენ ჩვენი მოქალაქეები. გუშინდელი მართლაც და ამაზრზენი აქტის შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, როდესაც ვნახეთ აბსოლუტურად ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არც რუსთაველის გამზირთან, არც 9 აპრილთან და სამწუხაროდ ვატყობთ, რომ არც საქართველოსთან აქვთ არანაირი ემოციური კავშირი და ერთადერთი მოქმედებენ სხვისი დაკვეთით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო რამენაირად წაახალისონ, თუ უბიძგონ დაპირისპირებას. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა აი, ამ ამაზრზენ აქტზე, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არის კონკრეტული საელჩოების და დონორების“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დემონსტრანტები 8 აპრილის საღამოს შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს. დილით მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.