ედაქალაქის მთავარ გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პროტესტის 133-ე დღესაც მოქალაქეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, რომელიც “ფედერალისტებმა” მოამზადა.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ფილმში რუსული სისასტიკე და ყველა ის გამოწვევაა აღწერილი, რომლის წინაშეც საქართველო დღესაც დგას.
“ჩვენ, ფედერალისტებს მყარად გვჯერა, რომ ქართველებს ბევრი რამ გვაერთიანებს. პირველ რიგში, ეს არის ისტორია, ჩვენი აწმყო. ჩვენი აწმყო შობილი არის ჩვენი წარსულისგან და ამის ჩვენება გვინდა, რომ ჩვენ ერთ დროს ერთად ვიბრძოდით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ერთად მოვიპოვეთ, ერთად გვიხაროდა და ახლა ერთად არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რუსულ რეჟიმს, რომ ეს დამოუკიდებლობა დაგვაკარგვინოს”. – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.