საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოდის.
მისი გამოსვლის თემა საქართევლოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ამასთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ გადასადგმელი ნაბიჯებია.
„დღეს თქვენთან გაფრთხილებით და მოქმედებისკენ მოწოდებით ვარ. საქართველო ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით, არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენს თვალწინ რეალურ დროში იშლება ჩვენი დემოკრატია. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაკავებით უპირისპირდებიან, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან, ასობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმებს აკისრებენ არასამთავრობო, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. „უცხოური აგენტების შესახებ“ დამატებითი ახალი კანონი მიიღეს, რუსული კანონის ასლი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშო. ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს იღებენ. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ შემოიღეს სახელმწიფოს ღალატი. ჩვენ 1937 წელთან ახლოს ვართ“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.