Bloomberg-ის ცნობით, წლის დასაწყისიდან დღემდე, ბიძინა ივანიშვილის ქონება $800 მილიონით, ანუ 10.7%-ით შემცირდა.
ამავე წყაროს თანახმად, ამჟამად, ივანიშვილის ქონება $6.7 მილიარდს შეადგენს და მილიარდერთა სიაში ის 420-ე ადგილზეა.
Forbes-ის ინფორმაციით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 2024 წელს მისი ქონება 4.9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
