უფლებადამცველი, ბაია პატარაია ბიზნესმენ, ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებას “ლიბერთის” გაყიდვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
“არ მეშინია სანქციების, თორემ ხომ გავყიდდი ჩემ ქონებასო, თქვა ირაკლი რუხაძემ და თავისი “ლიბერთი ბანკი” გამოიტანა გასაყიდად. ანუ…ჩამოყალიბდით და ნაგლად ნუ გვატყუებთ. აქ დებილი არავინ არ არის :)))ყველა გავლენიან ქოცს ეგ გელით!”– წერს ბაია პატარაია.
ირაკლი რუხაძე “ლიბერთი ბანკის” გაყიდვის სურვილს ადასტურებს. როგორც ბანკის მეწილემ “BM.ge”-თან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, ის არც სხვა “პატარა ბანკის” შეძენას და ბაზარზე გამსხვილებას არ გამორიცხავს.
